ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

ავტოავარიის შედეგად დაშავებული დეპუტატების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ზესტაფონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დეპუტატებმა გიორგი ფეიქრიშვილმა, თენგიზ ხუბულურმა და მახირ დარზიევმა ტვინის შერყევასთან ერთად სხვადასხვა სახის დაზიანებაც მიიღეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

“ქუთაისი-ზესაფონის გზატკეცილზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტოავარიაში მოყვა სამი დეპუტატი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხობულოვს, როგორც მე მაქვს ინფორამცია, აღენიშნება კეფის მიდამოში ჭრილობა და აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. ფეიქრიშვილს აღენიშნება გულმკერდის დაჟეჟილობა და მას გადმოიყვანენ ქუთაისში, რომ დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარონ. დარზიევს კი აღენიშნება შერყევა და მასაც დამატებითი კვლევებისთვის გადმოიყვანენ ქუთაისში”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაშავებული დეპუტატების ჯანმრთელეობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო რა გახდა ავარიის მიზეზი, ხუნდაძის თქმით, მისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ზესტაფონთან უმრავლესობის სამი დეპუტატი ავარიაში მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ ავტომობილს დაეჯახა, რომლითაც დეპუტატები მგზავრობდნენ.

იტვირთბა....