ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პროკურორი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მიგვეცა ის ჩვენება, რაც მათ სურდათ” – ახალგაზრდებზე ძალადობაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

“ტვ პირველის” ეთერში გასული სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ, შსს-მ სავარაუდო მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

დაზარალებულების გამოკითხვა კაციტაძის უწყებაში დაწყებულია.

მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ჯგუფურ ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს მოუწევთ ახსნა, რატომ სცემდნენ 5 ახალგაზრდას თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში და რატომ აიძულებდნენ იმ დანაშაულზე ჩვენების მიცემას, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ.

„დღეს დაგვიბარეს საგამოძიებოში, ვაპირებთ, თითოეული დაზიანების ავტორი დავახასიათოთ. ასევე მინდა ექსპერტიზის მოთხოვნა ფსიქოლოგიურ დასკვნაზე, იმიტომ, რომ მაშინდელმა ინციდენტმა კვალი გამოგვაყოლა თითოეულ ჩვენგანს“, – აღნიშნავს დაზარალებული.

დაზარალებულები ასევე საქმის პროკურორს იძულებაში ამხელენ და ამბობენ, რომ ის ახალგაზრდებს იმ ჩვენების მიცემას აიძულებდა, რომელიც მათ სურდათ.

„პროკურორი დაგვიკავშირდა წინა დღეებში და გვითხრა, რომ უნდა მივსულიყავით გამოკითხვაზე სასამართლოში და უნდა გვეთქვა ის ჩვენება, რაც მათ რეალურად სურდათ, რომ გვეთქვა, მაგრამ ჩვენს სასამართლოში სიმართლის თქმას ვაპირებთ“, – თქვა ახალგაზრდამ.

იტვირთბა....