ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ“ – ლევან იოსელიანი ოთარ ფარცხალაძეზე

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამერიკის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ამ ეტაპისთვის ამ საქმეს არ სწავლობს, თავად კი როგორც რიგითი მოქალაქე, ადევნებს თვალს.

„ჩვენთვის არც ერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებულად იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ, თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც ისაუბრებს მისი უფლების დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ საქმეს შევისწავლით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იტვირთბა....