ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არ ვთვლი, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზეა აწყობილი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივები“ – სერგო ჩიხლაძე

„მეტრონომი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა თემაზე – როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ, რომ არ დარჩეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მოპასუხის როლში და შექმნას საკუთარი დღის წესრიგი.

ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია არ არის აწყობილი „ოცნების“ დღის წესრიგზე, არამედ მთავრობის ოპონენტებს აქვთ თავიანთი ინიციატივები.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის კომონუკაციას, რესპოდენტის განცხადებით, დღეს ის არის ძალიან აქტიური და ძლიერი.

[su_quote] „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი სტრაგეტია, ოპოზიციას – თავისი. ჩვენს „გამარჯვების პლატფორმას“ აქვს თავისი დღის წესრიგი, რომელიც თანდათან უფრო მკაფიო და აქტიური გახდება. მაგალითად, დღეს გვქონდა ბრიფინგი პენსიონრების საჭიროებების თემაზე.
ამდენად, მე არ ვთვლი, რომ „ოცნების“ დღის წესრიგზე ვართ აწყობილი. თუკი საპარლამენტო საქმიანობას გადავხედავთ, ოპოზიციის არცერთი ინიციატივა, დაწყებული საკანონმდებლოთი და დამთავრებული საგამოძიებო კომისიებით, არათუ კენჭისყრაზე არ გასულა, არამედ განხილულიც კი არ ყოფილა. „ოცნებამ“ ისინი ჩააგდო, თუმცა ჩვენ მაინც არ გავჩერდებით და ინიციატივები მომავალშიც გვექნება.
რაც შეეხება ოპიზიციურ პარტიებს შორის კომონუკაციას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის დღეს ძალიან აქტიურია. თქვენ ხედავთ, რომ იგივე საპარლამენტო ფორმატში, მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ ძირეულ საკითხებზე გვაქვს ერთიანი პოზიცია, იქნება ეს საგამოძიებო კომისიები, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხი და ასე შემდეგ. [/su_quote]

– განაცხადა სერგო ჩიხლაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....