ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მზად ვართ დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი, თუ 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას – “გამარჯვების პლატფორმა”

“სტრატეგია აღმაშენებელსა” და “ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მზად არიან ბიუჯეტს მხარი დაუჭირონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება. “გამარჯვების კოალიციის” წევრებმა ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ნაერთი ბიუჯეტი იზრდება 800 მილიონი ლარით, პარლამენტში შემოსულია ამის შესახებ ბიუჯეტის ცვლილების პროექტი, ჩვენ, “გამარჯვების კოალიციის” წევრები, სტრატეგია აღმაშენებელი და ენმ მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....