ახალი ამბები მთავარი

უმრავლესობის სამი დეპუტატი ავტოავარიაში მოჰყვა

უმრავლესობის სამი დეპუტატი, გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი ავარიაში მოჰყვა.   შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა, სადაც  მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეხაჯა. „2030“-ის ინფორმაციით, პარლამენტის სამივე წევრი  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....