ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს დოკუმენტები ააშკარავებს სანქცირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას“ – ირაკლი კუპრაძე მტკიცებულებათა დეტალებზე

დღეს „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჩაატარა საგანგებო ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ მათ ხელთ აქვთ „დოკუმენტები, რომლებითაც მტკიცდება, რომ საქართველოს გავლით ყოველდღიურად მიედინება რუსული სანქცირებული ტვირთები“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „მეტრონომი“ ირაკლი კუპრაძეს ესაუბრა.

[su_quote] ეს არის დოკუმენტები რუსული ტანკერებისა და გემების გადაადგილების ტრაექტორიის, საქართველოს პორტებში შემოსვლის დროის, ტრანსპორტირების ტვირთების შესახებ. ასევე საშემოსავლო სამსახურების საბუთები.
ეს დოკუმენტები ააშკარავებს სანქცირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას.

ისინი უკვე მიწოდებულია საერთაშორისო თანამეგობრობის რამდენიმე წარმომადგენლისთვის. [/su_quote]

– განაცხადა „მეტრონომთან“ ინტერვიუში ირაკლი კუპრაძემ.

იტვირთბა....