ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნება“ დასავლეთის თვალში არც ცდილობს არანაირი რეპუტაციის აღდგენას, რადგან თავადაც ხვდება, რომ მისი იმიჯი შეუქცევადად დაზიანებულია“ – უსუფაშვილი

„მეტრონომი“ „ლელოს“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს ესაუბრა თემაზე – რამდენად დარჩა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მანევრი, რითაც მან შეიძლება მოახერხოს დასავლელი პარტნიორების თვალში ბოლო პერიოდში დაზიანებული რეპუტაციის აღდგენა.

[su_quote] ვფიქრობ, „ოცნება“ არც ცდილობს არანაირი რეპუტაციის აღდგენას, იმიტომ რომ უპირველესად თავად ხვდებიან, რომ მათი, როგორც ქვეყნის დემოკრატიული, თავისუფლებისმოყვარე სამყაროსკენ წამყვანი ძალის რეპუტაცია შეუქცევადად დაზიანებულია.

როგორც ჩანს, ისინი არ ფიქრობენ, რომ თუკი, მაგალითად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს მათთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება. ალბათ, რამე სხვას მოიაზრებენ. [/su_quote]

– განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

უსუფაშვილი ასევე შეეხო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხსაც.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, ამიტომაც ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ეს არის შეთითხნილი ბრალდება. ამ თემაზე „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სერიოზულ წერილობით პოზიციას დააფიქსირებს.

იტვირთბა....