ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
“როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება” – დაწერა გვანცა ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სებ-დან თანამდებობის პირების გადინების პროცესი უწყების ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.
აქამდე ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ (ვიცე-პრეზიდენტების) და გიორგი ბაქრაძემ (პრეზიდენტის მრჩევლის).