„მეტრონომი“ „ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ სარჯველაძეს ესაუბრა თემაზე – მმართველი გუნდი დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისათვის საკმარისი ხმების მოსაპოვებლად თუ იმპიჩმენტის დაწყება მათი მხრიდან ფორმალური ნაბიჯი იყო.
[su_quote] პირველ რიგში, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, ამიტომ ამ ეტაპისთვის, ხმებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა მიუხედავად ხმების გადანაწილებისა, ჩვენთვის მთავარი პრინციპული პოზიციის დაფიქსირება იყო. ჩვენ ეს მისია შევასრულეთ. ამდენად, მიუხედავად იმისა, იმპიჩმენტი შედგება თუ არა, ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო. [/su_quote]
– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, კანდიდატის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან შეხვედრისთვის მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.