ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით – საქმით“ – ესტონეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეს ეწვია. ის პრეზიდენტ ალან კარისს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ესტონეთის მთავარსარდალმა საქართველოს შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ესტონეთს სურს საქართველოს წარმატება ევროკავშირის რეფორმების გზაზე და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილებით მხარი დავუჭიროთ. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე და ევროკომისიის კრიტეტიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით – საქმით”, – განაცხადა კარისმა.

იტვირთბა....