არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში წონისთვის კარგ, ან ცუდ დამატებად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალმა კვლევება აჩვენა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია. წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების სიას, რომლებზეც არასწორად არის გავრცელებული ინფორმაცია:
უცხიმო რძე უკეთესია – ეს მითია, რადგან დადგენილია რომ ცხიმიან რძეზე მეტი მავნებლობა სწორედ უცხიმო რძეს მოაქვს. ეს უკანასკნელი დიაბეტის და გულის შეტევის რისკებსაც კი ზრდის.
არ მიიღოთ კარტოფილი – კარტოფილის მავნებლობაზე გავრცელებული ინფორმაციები მითია, რადგან თუ რომელიმე დიეტოლოგი უარყოფითად აფასებს ამ პროდუქტს, აფასებს არა უმ, ახალ კარტოფილს, არამედ მისგან მომზადებულ შემწვარ თუ სხვა სახის, ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებს. რაც შეეხება თავად კარტოფილს, რომელიც შეიძლება უმად მიირთვათ, მოხარშოთ ან მოთუშოთ – მას არც უარყოფითი ჩვენებები აქვს და მეტიც, ცე ვიტამინი გააჩნია, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის.
სუში ყოველთვის ჯანსაღი საკვებია – სუში ყოველთვის ჯანსაღი საკვები არ არის. გააჩნია რა სოუსია გამოყენებული მისი მომზადებისას.
ხილის წვენი ყოველთვის სასარგებლოა – ხილის წვენი სასარგებლოა მაშინ, თუ ის ქიმიურად დამუშავებული არ არის.