ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში დაღუპულ ზაქარია შუბითიძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ზაქარია შუბითიძეს საქართველოში დღეს, 26 სექტემბერს, 04:30 საათზე ჩამოასვენებენ.

ზაქრო შუბითიძე 18 სექტემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში “ქართული ლეგიონის” წევრი იყო. შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება.პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იტვირთბა....