ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარცხალაძე პირდაპირ ივანიშვილის შუბლში გარტყმული ტყვია იყო” – ნათელაშვილი

“ოთარ ფარცხალაძე პირდაპირ ივანიშვილის შუბლში გარტყმული ტყვია იყო” – განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრის დროს გააკეთა.

ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლებამ 90-იანი წლების უკანონო ძალადობრივი საძმოები ააღორძინა, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებს.

დღეს ჩვენ კიდევ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასაშვებად წარმოუდგენია ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის 90-იანების უკანონო ძალადობრივი ფორმირებებისა და და საძმოების აღორძინება. პოლიცია კაი ხანია წარმოადგენს კრიმინალიტეტის თანაშემწე სტრუქტურას და საარჩევნო პერიოდში პოლიციის ხელმძღვანელობა გადადის კრიმინალიტეტის საუბნო და რაიონულ წარმომადგენლებზე. ოთარ ფარცხალაძე პირდაპირ ივანიშვილის შუბლში გარტყმული ტყვია იყო, რამაც რეჟიმს წონასწორობა დაურღვია – აღნიშნა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....