“ჩვენს ქვეყანაში რუსეთი მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ამიტომ ჩვენ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების გათავისუფლება გვჭირდება” – ასე ეხმაურება პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნათია თურნავას მიერ მიღებული დადგენილება არა მარტო ფარცხალაძისთვის, არამედ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებისთვისაც დაიწერა.
სად არის რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფარცხალაძე, სად იმყოფება, რატომ არ არის დაპატიმრებული. ხელისუფლებამ კოორდინირებულად იმოქმედა. არ მაქვს მოლოდინი, რომ თურნავა დადგენილებას გააუქმებს, რადგან ეს დადგენილება არ ყოფილა დაწერილი მხოლოდ ფარცხალაძისთვის, ეს დადგენილება რუსული რეჟიმის წარმომადგენლებისთვისაც დაიწერა. ჩვენს ქვეყანაში რუსეთი მმართავს პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ გვჭირდება რუსული ხელისუფლების გათავისუფლება ამ ქვეყანაში. ერთადერთი ადგილია საქართველო, სადაც მყარად არიან მოკიდებულნი, ამიტომ ყველა გაუგებარი გადაწყვეტილება რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს. გაუგებრობით სარგებლობს “ქართული ოცნება”, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მკაფიო უნდა იყოს – აღნიშნა სამადაშვილმა.
მას შემდეგ რაც ნათია თურნავამ აშშ- სანქციების შესრულებაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომა მოითხოვა. პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
საქმე ეხება ნათია თურნავა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა ისევ აღუდგება.
წინა კვირას თურნავამ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა.

