ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსულ მმართველობას არავინ შეეგუება, საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება – დოლიძე

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, რუსულ მმართველობას არავინ შეეგუება, ამიტომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც ქვეყანას დაკარგულ წლებს დაუბრუნებს.

ისეთებს დაუთმიათ, გეხვეწები რა. არც პირველები არიან და არც უკანასკნელები. თავისთავში დარწმუნებული ბევრი მახსოვს და მინახავს, მორიგია “ქართული ოცნება”, რომელსაც საკუთარი ინტერესი წინ აქვს წაწეული, ვიდრე ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ შეიცვლება და გვეყოლება სხვა, ახალი ხელისუფლება, რომელმაც ეს დაკარგული წლები, ისევ უნდა აღადგინოს. არავინ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას – აღნიშნა დოლიძემ.

ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ დღევანდელ საქართველოში სადამსჯელო ჯგუფები ბედავენ ყველაფერ იმას, რაც მათ სურთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ნორმად იქცა, რომ სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობდნენ და ბედავდნენ იმას რასაც უნდათ. გვყავს პოლიცია, რომელიც არ რეაგირებს ან ვერ. პოლიციას რისთვის ვუხდით ხელფასებს? მათ ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ აღკვეთონ ასეთი ფაქტები. დღეს ნორმა გახდა, რომ ამ სინდიკატის წარმომადგენლები მსგავს აქციებს დგამენ. ჩვენს საზოგადოებას უნდა ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრება, ამას ჩვენი ხალხი იმსახურებს. არ მჯერა, რომ ასეთ ძალადობას საზოგადოება ოდესმე შეეგუება – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

იტვირთბა....