შეიარაღებული თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ წარსულში მომხდარი დაპირისპირება გახდა.
ლევან მიგინეიშვილს ყოფილი თანამშრომლის შვილმა, ანრი მილორავამ სახლი დაუცხრილა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. დაჭრილია 35 წლის თავდამსხმელი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. ის კლინიკაშია მოთავსებული და ამ დრომდე მისი გამოკითხვა ვერ ხერხდება. ყოფილ პოლიციელს კი ხელბორკილები დაადეს.

