ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა… დაეცა დამლაგებელს და ერთ მშობელს” – თათია ნიკოლაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა დამლაგებლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობით და კიდევ ერთ მშობელს. ამ დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და აქ ორი სოფლის ბავშვები დადიან.

ავთანდილ თალაკვაძე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ რომ გყავთ ბავშვები თქვენს მუნიციპალიტეტში, რა გერეკლამებათ? რა გემანქანებათ და საერთოდ ამხელა პასუხისმგებლობას როგორ იღებთ საკუთარ თავზე ?! თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი ცოცხალია საერთოდ”, – წერს სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი

იტვირთბა....