”თქვენი ურყევი მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ალან კარისთან შეხვედრის შემდეგ წერს.
”ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ლატვიისა და ლიეტუვას პრეზიდენტებს.

