„მეტრონომი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი ესაუბრა თემაზე – დარჩა თუ არა ბიძინა ივანიშვილს რამე მანევრი, რითაც ის შეძლებს, ხელისუფლება დაიხსნას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან.
ხუხაშვილის თქმით, ჩვეულებრივ მოცემულობაში ივანიშვილი არანაირი შანსი აღარ დარჩებოდა, თუმცა ჩვენთან შექმნილია პარადოქსული სიტუაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის შანსები დამოკიდებულია არა მის გამჭრიახობაზე, არამედ ოპოზიციის სისუსტეზე.
პოლიტოლოგი შეეხო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ის პოზიციასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ეჯავრება, ამიტომაც ავრცელებენ შეთქმულების თეორიებს.
გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის სიმბიოზი, რომელთაც ერთნაირი ამოცანა აქვთ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ ივანიშვილის თამაშში მონაწილეობის საკითხს, ეს გამოგონილი თეორიაა, რომელსაც ოპოზიცია ავითარებს. ოპოზიცია ძალიან ღიზიანდება, როცა პრეზიდენტი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, შემოდის საჭადრაკო დაფაზე.
ზურაბიშვილი პოზიციასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ეჯავრება, ამიტომაც შეთქმულების თეორიებს უვრცელებენ.
მე მუდმივად ვსაუბრობ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის სიმბიოზი. მათ აქვთ განსხვავებული ინტერესები, მაგრამ საერთო ამოცანები. ეს ორივე პარტია, მაქსიმალური აგრესიით, მოითხოვენ პრეზიდენტისგან ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას.
ასეთი სიმბიოზები, ანტაგონისტები არსებობს ბუნებაში, მაგალითად, ჩიტი და ნიანგი. ჩიტი ნიანგს კბილებზე აჯდება, მაგრამ ის არ ჭამს, იმიტომ რომ ჩიტი ნიანგს კბილებს უსუფთავებს. ასე არიან „ოცნება“ და ენმ.
– განაცხადა გია ხუხაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

