ეროვნული სააქციო საზოგადოება Нафтогаз-ის ხელმძღვანელი ოლექსი ჩერნიშოვის განცხადებით უკრაინა 2023-2024 გათბობის სეზონზე საკუთარი საბადოებიდან მოპოვებული გაზით გათბება.
ჩერნიშოვის თქმით 2023 წელს Нафтогаз-მა რეკორდული რაოდენობის ჭაბურღილი აამოქმედა, მომავალში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
“ჩვენ იმედიანად ვუყურებთ მომავალ გათბობის სეზონს. გაზი საკმარისი გვაქვს, ტარიფები სტაბილურია, შესაბამისად ვთხოვ მოსახლეობას მიიღონ ენერგოეფექტური ზომები და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ტიპის ენერგიას. უკრაინული მადანი ჩვენი ერთობლივი მიღწევაა” – აცხადებს ოლექსი ჩერნიშოვი.