შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობა ედება ბრალად.
საქმის მასალების თანახმად, მღებრიშვილმა ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა. დაიჭრა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
წყარო: tvpirveli.ge

