მიუხედავად იმისა,რომ ვარშავამ აკრძალა უკრაინული მმარცვლეულის იმპორტი პოლონეთში , პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კვლავ ემხრობა ძველი პოლონური სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის გადაცემას ახლით ჩანაცვლების შემდეგ.
21 სექტემბერს მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, რადგან ახლა ორიენტირებულია ყველაზე თანამედროვე იარაღით საკუთარი ქვეყნის შეიარაღებაზე.
„მე სრულიად სხვაგვარად აღვიქვი პრემიერის განცხადება. ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონ ვესაუბრე მას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ტექნიკის გადაცემაზე. ორივემ ვთქვით, რომ გამორიცხულია ნებისმიერი ახალი აღჭურვილობის გაგზავნა, რომელსაც ამჟამად ვყიდულობთ, როგორიცაა K2 ჰაუბიცები ან K9 ტანკები. ეს შეიარაღება უნდა ემსახურებოდეს პოლონეთის არმიის გაძლიერებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ აღარ გადავცემთ უკრაინას იარაღს“, – ნათქვამია ადჟეი დუდას განცხადებაში.