თალიბანის ე.წ. შინაგან სამინისტროს სპიკერმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ სამეთვალყურეო კამერების ქსელი ტერორიზმთან ბრძოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას მოხმარდება, თუცმა არსებობს ეჭვი, რომ სამეთვალყურეო სისტემას უმცირესობათა უფლებების და ოპოზიციის შესაზღუდად გამოიყენებს.
თალიბანის წარმომადგენელმა Reuters – ს ასევე უთხრა, ისინი გეგმის განსახორციელებლად აშშ-ს და თურქეთის მიერ წინა მთავრობისთვის შედგენილ რუკებს გამოიყენებენ. უცნობია, რა გზით მოიპოვა ეს გეგმები თალიბანის ადმინისტრაციამ.

