გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ და სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას “GEOTEST-ს” ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის.
“2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი”, – ნათქვამია გაეროს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

