ცნობილი ხდება, რომ ყოფილ პოლიციელს თავს ყოფილი თანამშრომლის შვილი ანრი მილორავა დაესხა, მოტივი კი სავარაუდოდ, შურისძიება გახდა.
ყოფილი პოლიციელის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავს მოულოდნელად დაესხნენ, სახლის დაცხრილვის შემდეგ კი მან მასზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა, რის შემდეგაც ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა.
“ვიღაცა მოვარდა, ჩემი შილი თამაშობდა და დაესხა თავს. შემდეგ დაცხრილულია ყველაფერი, ცეცხლი იყო ჩემი მეუღლე რომ მოვიდა. ტაბელური რევოლვერი გამოუტანა და თავს იცავდა. თვითონაც ამბობს, ვერაფერს ვუკავშირებ, არ ვიცი. არაფერი, მისი მამა და მე ვმუშაობდით ერთადო. მამამისის გასვენების შემდეგ მე ეგ ბავში არ მინახავსო. დალაპარაკებულიც არ ვარო,” – ამბობს პოლიციელის დედა.

