ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როცა სჭირდებათ, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა არა – აგინებენ“ – ოდიშარია ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან მიმართებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია რადიკალური ამ პოზიციაში, პრაქტიკულად, დაემთხვა ერთამენთს. ოპოზიცია მას ბრიყვს, არაკვალიფიციურ და ა.შ. შეურაცხყოფებს აყენებდა, როგორც ამას აკეთებდა მისი არჩევნების დროს, იმიტომ, რომ როცა სჭირდებათ ქალბატონ სალომესთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაცა სამაგათოდ არ ხდება, იმ წუთასვე გადადიან დედის გინებაზე. ვარაუდი გვაქვს ერთადერთი, რომ მიზანი არის მხოლოდ ის, რომ დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება“, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, დასანქცირების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ხელმოსაწერად იუსტიციისგან ელოდებოდა დოკუმენტს ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.
რამდენიმე დღეში ზურაბიშვილმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ამან ოპოზიციაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მთავრობის ოპონენტების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილი სასტიკად გააკრიტიკა.

იტვირთბა....