სომხური მედია იუწყება,რომ დაუმორჩილებლობის აქციაზე მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი და ბლოკავენ ქალაქის ქუჩებს.
პოლიციის განცხადებით, პროტესტის მონაწილეთა მოქმედებები უკანონოა და შესაბამისად, პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით უკვე დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.
სომხეთში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქცია დღეს, 25 სექტემბერს დილის 8 საათიდან დაიწყო. პროტესტის მონაწილეები მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო, სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

