კულტურის მინისტრის თქმით, ნაგებობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია,რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. რკვევა, რომ თეა წულუკიანმა ისტორიული შენობის აღდგენის პროექტი დაუკვეთა და მასში დიდი ფულიც გადაიხადა, მაგრამ კომპანიები მშენებლობაზე უარს ამბობენ. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელმა კომპანიამ უთხრა უარი ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციაზე.
ისტორიკოსებს და ხელოვანებს აქვთ ეჭვი, რომ კულტურის მინისტრი ახლაც არაკომპეტენტურად და პროფესიული წრეების ჩართულობის გარეშე დაიწყებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განახლებას, ეს კი საბოლოოდ ნგრევამდე მივა. ხელოვნებათმცოდნეები პარალელს გელათის განადგურებასთან ავლებენ.

