ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფარცხალაძეს შეუძლია თავად გავიდეს მოქალაქეობიდან. ანუ ეს არ იცის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ?” – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიხილეთ პრეზიდენტის განმარტება, კითხვები რჩება:

1. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა თავად დაიწყო ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის წამოწევა, გამალებით ითხოვდა საბუთებს რომ მისი მოქალაქეობა შეეწყვიტა. ამ დროს დღის წესრიგში იყო ბანკის გადაწყვეტილება და ფარცხალაძის დაკავება. მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხით თავად პრეზიდენტია წამოწეული, თან სასწრაფო ფორმით.
2. ამ კონტექსტში, რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაური, თან იმის ფონზე რომ ინიშნება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორივე ,,ოცნებელი” ბანკში.
3. გამოდის, რომ საბოლოოდ პრეზიდენტს სჯერა ჩვენი მართლმსაჯულების და იმედი აქვს, რომ კანონის წინაშე ფარცხალაძე პასუხს აგებს. ანუ არც კლანი გვყავს, არც მურუსიძე, არც ოცნების მოსამართლეები და საერთოდ რას ვერჩით ამ ხალხს? მაშინ პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოს მანამდელ კრიტიკას რა ვუყოთ? სადაა სიმართლე?
4. პასუხი კითხვას-რატომ წარადგინა მან ორი შეუსაბამო წევრი, თანაც ,,ოცნებასთან” დაკავშირებული, კვლავაც სჭირდება.
5. და ბოლოს, ეს დისკუსია მას რომ არ წამოეწია არავინ მიაქცევდა ყურადღებას ამ თემას იმიტომ, რომ კანონის მიხედვით ფარცხალაძეს შეუძლია თავად გავიდეს მოქალაქეობიდან. ანუ ეს არ იცის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ? ვურთავ მუხლს. (მოქალაქეობის შესახებ კანონი, მუხლი 20). შესაბამისად, მოქალაქეობა არაა აქ თემა, არამედ სუსის მხრიდან მისი დროული დაკავება რა პასპორტიც არ უნდა ჰქონდეს“, – წერს ის.

შეგახსენებთ, დასანქცირების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ხელმოსაწერად იუსტიციისგან ელოდებოდა დოკუმენტს ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.
რამდენიმე დღეში ზურაბიშვილმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

იტვირთბა....