ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

თავდასხმა ოდესაზე – არის დაშავებული, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს “შაჰედის” დრონებით, ასევე “ონიქსის” და “კალიბრის” რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ იყო დარტყმაც, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ღამით ოდესის ოლქში “შაჰედ-136/131” ტიპის 19 დრონი, “ონიქსის” ტიპის 2 რაკეტა და 12 “კალიბრი” გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა მათი უმრავლესობა ჩამოაგდეს, თუმცა, იყო დარტყმაც და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ოდესის საზღვაო სადგურს, სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა, რომელიც დროულად ჩააქრეს.გარდა ამისა, “ონიქსის” რაკეტებმა მარცვლეულის შესანახი გაანადგურეს. ამასთან, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ოდესის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობო შენობები და კერძო სახლი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

იტვირთბა....