ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ყარაბაღიდან სომხეთში 2 900-ზე მეტი ყარაბაღელი სომეხი გადავიდა“

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სომხეთის ტერიტორიაზე ყარაბაღის 2 906 მცხოვრები შევიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშანიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებაა მზადაა, „სიყვარულით მიიღოს ძმები და დები ყარაბაღიდან“.

ამასთან, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა დღეს თქვა, რომ მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის.

შეგახსენებთ, გასულ დღეებში ყარაბაღში, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა.
ამის შემდეგ, აზერაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა ქვეყნის სუვერენიტეტი.

იტვირთბა....