ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით” – ნიკა მელიას პირველი განცხადება დაკავების შემდეგ

“ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით” – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას პირველი განცხადება დაკავების შემდეგ.

“წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე. კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით და მეც, ჩვენც, დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და მოძალადეებს შორის, პირდაპირი გაგებით, რომლებიც თავს დაესხა ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს, არანაირი განსხვავება არ აქვს” – აცხადებს მელია.

იტვირთბა....