დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრამდე გადაიდო. სასამართლო დარბაზთან ენმ-ს წევრები არიან შეკრებილები, ნაწილი მათგანი უკვე სხდომათ დარბაზშია.
ადგილზე იმყოფება “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეც.
‘ამ მოსამართლის სახელი და გვარი არაფერს გვეუბნება და ვინც არ უნდა იყოს, დრეს იქნება პოლიტიკური სასამართლო პროცესი. მარტივი მიზეზი გამო, იმიტომ, ოპოზიციურ კრიტიკულ აზრს დევნის “ქართული ოცნება” და მე წარმოვადგენ აქ “ლელოს”. სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტიკური დევნის მსხვერპლ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს. მარტივია, ფორმულირება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური დევნა და ძალადობა “ქართული ოცნების” მხრიდან არ არისინდივიდუალური შემთხვევა და ეს არი სისტემური ფაქტები” – ამბობს კუპრაძე.