“ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში მომხდარ ინციდენტს.
“ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი და კოტე ზარნაძის სახელი. ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა შემდეგ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. მე არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს ცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით რასაც წარმოადგენს მელია. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ ყველაფრის მკადრებელ ადამიანად, რომელიც ყველაფერს იკადრებს. არის პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადავლენ, მაგრამ მელია არის ის პოლიტიკოსი, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე” – განაცხადა კალაძემ.

