ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ” – ოდიშარია

თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხდა.

“იმ თავითვე, ამ ორგანიზაციის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თუმცა ახალა, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ იცის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საჯარო რეესტრის მონაცემებში არიან. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, რომ თქვენც ჩამოყალიბდით, ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია და თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება ადამიანის? ე.ი. ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია, თუ როგორ არის საქმე. ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დაუშალოთ საერთოდ რამენაირად არსებობა ამ ქვეყანაში, მე მგონი, ეს არასამართლიანია. მე მხოლოდ მივესალმები, თუ ის გამოჩნდება სამოქალაქო სივრცეში და ზოგადად საზოგადოებაში“ – აღნიშნა ოდიშარიამ.

იტვირთბა....