მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას. პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში. ჯერ იყო კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი. ახლა არღვევს კანონს. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა კახა კალაძემ.

