საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, სოფელ ნორიოდან 2 კმ_ში, მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც” – წერს ცენტრი.

