“გუშინ რაც გლდანში მოხდა – ეგაა რუსეთი” – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
“გუშინ რაც გლდანში მოხდა – ეგაა რუსეთი
ერთმანეთში გადაზელილი კრიმინალი, ქუჩა, სამართალდამცავები, უშიშროება, რომლებიც უსწორდებიან ყველას ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს
რაც უფრო ახლოს ვიქნებით ამათ გაჯმასთან, მით უფრო არაადამიანური იქნება სისტემის ქმედებები
ეს გარდაუვალია
ალტერნატივა გაქცევა ან დამორჩილებაა
ყველა ვინც გასუსული ხართ, თითქოს თქვენ ეს არ გეხებათ ან ასე გირჩევნიათ რადგან პრობლემები არ გინდათ, ყველა თქვენ, სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეთ საკუთარ თავს და დუმილის რა გამართლებასაც არ უნდა პოულობდეთ, ყველანი დამორჩილებული ხართ
რაც მალე გაიაზრებთ ამას და ამოიღებთ ხმას, მით მალე გვეშველება ყველას ერთად
არ გამოვა ამ ქვეყნისგან ბელორუსი, ზედმეტად ბევრი გვაქვს გაღებული თავისუფლებისთვის” – წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

