ჯანდაცვა

ახალი ინფექცია საქართველოში, რომელიც 5-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება

მთელ მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია გავრცელებულია ვირუსული ინფექცია, რომელსაც მეხუთე ინფექციის სახელითაც იცნობენ. საქმე იმაშია, რომ ბევრი ექიმიც კი ვერ ხვდება, რომ ის ინფექციაა და პაციენტებს ალერგოლოგებთან აგზავნის. ეს ე.წ. ჭინჭრის ციების მსგავსია. მას აქვს კონკრეტული გამომწვევი ვირუსი. ეს დაავადება ძირითადად 5-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.

ამ დაავადებას წინ არაფერი არ უძღვის, თუმცა შესაძლებელია ათი დღიდან ორი კვირის ფარგლებში წინ უძღოდეს მსუბუქი გაციების ნიშნები, რის შემდეგაც კიდევ ორი კვირა ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია, დაავადება კი ლოყების სიწითლით ეწყება. ეს სიწითლე შემდეგ ქვედა კიდურებზე ჩამოდის და ახასიათებს აჭრელებული გამონაყარი. გაზაფხული ამ ინფექციის გავრცელების პერიოდია.

ამ დაავადების დროს პაციენტებს ქავილი არ ახასიათებთ.

მოზრდილ ადამიანებს ინფექცია სახსრების ძლიერი ტკივილით აღენიშნებათ. დაავადებას გადამდებობა ახასიათებს.

მეხუთე დაავადებას განმეორება თითქმის არ ახასიათებს.

„დღის შოუ“

იტვირთბა....