ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით” – დეკანოიძე

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით – ამის შესახებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. “ევროპოტიმისტების“ არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

„გუშინ ჩვენ შსს-ს ორაზროვანი განცხადება ვიხილეთ. ეს ორაზროვანი განცხადება გულისხმობდა შემდეგს, რომ თითქოს ნიკა მელია და კიდევ ორი ადამიანი დაპატიმრებულები არიანი ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ასევე ამ განცხადებას მოჰყვა მეორე განცხადება, რომელიც გულისხმობდა ორგანიზებული ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე ორმაგი სტანდარტის გამოყენებას. საქმე გვაქვს რასთან, თუ ხელისუფლებას დასჭირდა და როგორც ჩანს, ის აპირებს კონკრეტულად რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ნიკა მელია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პირები იმიტომ, რომ თუ ვინმე უნდა დაეკავებინათ ესენი არიან „კლანი“, კახა კალაძის კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც იძალადა დეპუტატზე და სახლში დახვდა ადამიანებს“ – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....