პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ფარული და უკანონო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიების თემაზე კომენტირებას აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ საქმეებს არ გამოიძიებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია. კახა კუკავა ამის დასამტკიცებლად საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს მთავრობას პროკურორის ადგილზე:
„დარწმუნებული ვარ ეს ხელისუფლება პასუხებს ვერ დადებს და ასე საჯაროდ მინდა შევთავაზო საქართველოს ხელისუფლებას ჩემი კანდიდტურა – არც ხელფასი მინდა, არც -მანქანა, ორი თვე დამნიშნონ რიგით პროკურორად, ჩამაბარონ თავიანთი გაუხსნელი საქმეები და ვნახოთ აბა თუ ასეთი შეუძლებელია ამ საქმეების გამოძიება“ – აცხადებს კახა კუკავა.