ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დრო მოვიდა, საჯარო მოხელეები დაფიქრდნენ, ვისთან თანამშრომლობენ და მუშაობენ თუ არა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ – გვარამია

[su_quote] შედეგი ხელისუფლების ცვლილებაა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ არ შეიძლება, რომ ყველა აქციაზე ველოდით უამრავ ადამიანს და მასობრივ გადადგომებს. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენ პოზიცია. სასურველია, რომ ყველამ ერთად, ერთ ადგილზე, შეთანხმებულად, მაგრამ არა უშავს, ესეც შეიძლება. მთავარია ბოლოში გავერთიანდეთ სწორი მიზნის მიღწევაში იმიტომ, რომ ერთიანობის გარეშე ეს შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებიც არის. სამი ადამიანი გადადგა, ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის ყველაზე უფრო გასახარელი და საამაყო მაინც ის არის, რომ ეროვნული ბანკის რეზიდენტის მრჩეველი, ჩემი მეგობარი გიორგი ბაქრაძე გადადგა. ასეთი ნაბიჯები მნიშვნელოვანია. მე მინდა, ყველა საჯარო მოხელეს ვუთხრა, რომ დრო მოვიდა უკვე დაფიქრდნენ იმაზე, ვისთან თანამშრომლობენ და მუშაობენ თუ არა სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მაგალითად, დღევანდელი გადაწყვეტილებების მიმღებები ნამდვილად აღარ მუშაობდნენ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომაც გადადგნენ და გადადგნენ სწორად. ყველა თანამდებობის პირის ადგილზე დავფიქრდებოდი კიდევ ერთხელ, ის, რასაც აკეთებთ თქვენს სამუშო ადგილებზე, ნამდვილად თქვენ ქვეყანას ემსახურება, თუ რეჟიმის და რუსეთის ინტერესებს. [/su_quote]

– განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს, ეროვნულ ბანკთან გამართულ აქციაზე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....