ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს“ – წილოსანი პრეზიდენტზე

დღვანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ამის გამო, ბოდიშს იხდის.

ზურაბიშვილის აღნიშნულ გამოსვლას სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა.

„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს 😑
მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს , რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?! 🙂
უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი 👎🏻“, – წერს ის.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....