ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს… ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეროვნული ბანკის გუშინდელ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი: ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს უბრძანა, დაემორჩილებინა აშშ-ის სანქციები ყოფილი მთავარი პროოკურორის წინააღმდეგ, რომელიც გახდა FSB-ს აგენტი. პარლამენტი მმართველი პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” კრივის რინგად იქცა; პროდასავლური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის მოლოდინშია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის არჩევნების წინ მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშაა. ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს“, – წერს გახარია.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....