ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვითხოვ დაიჭირონ ფარცახალაძე, რომელიც წყნეთშია წამოწოლილი“ – ზურაბ ჯაფარიძე

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია იწყება.

მიზეზი გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას გუშინდელი ბრძანებულებაა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც აქციაზე იმყოფება.

„მე ვითხოვ, რომ ფარცხალაძე დაიჭირონ, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის დასაჭერი. ფარცხალაძე არის გაშიფრული რუსეთის აგენტი, რომელიც ცხოვრობს ახლა, წყნეთშია წამოწოლილი და თავის აგენტურულ ქსელს მართავს, რომლითაც ახორციელებს გავლენას როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უწერია, საქართველოშ საზოგადოებრივ აზრსა და ქართულ პოლიტიკაზე. ეს ადამიანი არის დასაჭერი. არსებობს საფრთხე, რომ ეს ადამიანი ქვეყნიდან გაიქცეს. ეს ადამიანი არის დასაკავებელი, მისაცემია წინასწარ პატიმრობაში, შემდეგ არის გამოძიება ჩასატარებელი და შემდეგ არის ჩასასმელი ციხეში. მარტივი ამბავია, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ნორმალურმა ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ამას არ გააჯკეთებს რუსული ხელისუფლება. მოლოდინი, რომ ისინი ამას იზამენ, არ არის, მაგრამ ის, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონეს ნორმალურ საქარტველოს მოქალაქეს, არის ეს, რომ ანგარიშები გაიუყინონ კი არა, დასაჭერია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....