კულინარია

უგემრიელესი კერძი: ქათმის ფილეს რულეტი ბეკონით

ქათმის ფილე გავათავისუფლოთ ცხიმის ნაწილებისგან და დავჭრათ თხელ, მოგრძო  ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერს გადავაფაროთ ცელოფანი და გავაბრტყელოთ  სამზარეულოს ჩაქუჩით ცალი მხრიდან. გამზადებული ფილეს ნაჭრები გავყოთ შუაზე და გადავუსვათ ზეთი და ძალიან ცოტა მარილი, წიწაკა და მშრალი სანელებლები მოვაყაროთ.

დაჭერით  ყველი, დადეთ ფილეს ნაჭერზე ერთი ნაჭერი ყველი და გადაახვიეთ რულეტივით. შემდეგ ზემოდან ბეკონის თხელი ნაჭერი შემოახვიეთ. გამზადებული რულეტები საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. მორთეთ თქვენთვის სასურველი მწვანილით, მაგალითად, როზმარინით, მოასხით ზეთი და ცოტაოდენი დაფქული შავი წიწაკა. მოათავსეთ საცხობი ლანგარი 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, 50 წუთით.

იტვირთბა....