ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთელი მმართველი პარტია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაერთო ფარცხალაძის დაცვის სპეცოპერაციაში საქართველოს ხარჯზე” – ანა ნაცვლიშვილი

მთელი მმართველი პარტია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაერთო ფარცხალაძის დაცვის სპეცოპერაციაში საქართველოს ხარჯზე – აღნიშნულის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის გაწიროს ქვეყანა საკუთარი ტყავის გადასარჩენად.

“ნათია თურნავამ რამდენიმე საათის შუალედში მიიღო ორი სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მან უნდა განმარტოს რომელი იყო უკანონო, პირველი თუ მეორე.
თავისთავად ძალიან საგანგაშო ფაქტია, რომ რიგითი მოქალაქის, როგორც თავად ამბობდნენ, რიგითი ფარცხალაძის გადასარჩენად მთელი მმართველი პარტია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის ისეთები, რომლებიც თავისი კონსტიტუციური ბუნებით სრულიად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, ჩაერთნენ ფარცხალაძის დაცვის სპეცოპერაციაში საქართველოს ხარჯზე. ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ “ოცნება” მზად არის გაწიროს ქვეყანა საკუთარი ტყავის გადასარჩენად” – აღნიშნა ნაცვლიშვილმა “მეტრონომთან”.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

იტვირთბა....