ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მონებო!”, “რუსებო!” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ენმ-სწევრები იმყოფებიან. შეკრებილები “ოცნების” დეპუტატებთან კითხვების დასმას ცდილობენ

პროტესტის მონაწილეებს აადგილზე ევროკავშირის და საქართელოს დროშები აქვთ მიტანილი, შიგა და შიგ ისმის შეძახილები “მონებო!”, “რუსებო!” ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იდგებიან ყველგან, სადაც პროტესტი იქნება.

დღეს აქ დგომის დროა, იმიტომ, რომ დღეს აქ წყდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არის სავსე რუსეთის ჯაშუშებით და რუსები ყოველდღიურად ანადგურებენ ჩვენს ცხოვრებას, ანადგურებენ ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს სტუდენტობას, – ამბობს აქტივისტი იგორ ნარმანია.

იტვირთბა....