ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პენტაგონმა რუსეთი მთავარ საფრთხედ დაასახელა

რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ბალტიისპირელ მეზობლებს, – ამის შესახებ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის ავტორობით მომზადდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ “ცივი ომის” შემდეგ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის კუთხით პროგრესი შეინიშნებოდა, მოსკოვს ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის დარღვევა სურს. ანგარიშში ნახსენებია სირია და აღნიშნულია, რომ მოსკოვი ექსტრემიზმის გამწვავებას ცდილობს.

“ნათლად რომ განვმარტოთ, აშშ არ ცდილობს ცივ და ცხელ ომს რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს რუსეთი იყოს მტერი. თუმცა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მოკავშირეებს, საერთაშორისო წესრიგს და პოზიტიურ მომავალს. რუსეთს ვაძლევთ შესძლებლობას, თუ იგი ამას აირჩევს, კვლავ შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას და იმუშაოს ჩვენთან ერთად, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა”.- წერია დოკუმენტში.

პენტაგონის ანგარიშსს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება.

“ეს ჩემზე ნიშნით მოგებით მოსაუბრეებისათვის”.- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....